Home საზოგადოება დემოგრაფიული აღორძინების ფონდსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დემოგრაფიული აღორძინების ფონდსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

19 second read
0
34

დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან. ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რის თანახმადაც ორგანიზაციები ითანამშრომლებენ ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების კუთხით და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს.
როგორც პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა აღნიშნა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ამ მხრივ დიდი ხანია ეწევა ქველმოქმედებას სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედებისთვის, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახებიდან მათთან წარმოდგენილი სტუდენტებისთვის და კიდევ სხვა მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, ფონდის თანამშრომლები წაიკითხავენ ლექციებს და გამართავენ ღია დისკუსიებს სტუდენტებთან ქვეყნის წინაშე არსებული დემოგრაფიული პრობლემის და მომავალი განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის მოგვარებაში ახალგაზრდობას და განათლებას განსაკუთრებული როლი აკისრია.
დემოგრაფიული აღორძინების ფონდს მსგავსი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან და კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტთან, რომლებთანაც აქტიურად თანამშრომლობს დაფუძნების დღიდან. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების ჩართულობა ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია, სწორედ ახალგაზრდების მოტივირება და გათვიცნობიერებაა საჭირო, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის გენოფონდი. ამისათვის ფონდი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას კიდევ უფრო აქტიურად აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *