საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას ეხმაურება:

,,გვინდა გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა.
პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია, აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.

სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღეებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის.

მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია.

საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში.

შეგახსენებთ, რომ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ
,,ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, – გენშტაბის ყოფილი უფროსი ჭანკოტაძე, მომავალ პრეზიდენტზე საუბრობს.
საქართველოს არ დაუწყია ომი და არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით – ასე მიმართა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოქალაქეებს.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბია მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
http://rustavi2.ge/ka/news/118260

2008 წლის აგვისტოს ომში დევი ქართულ არტილერიას მეთაურობდა.
ეს სწორედ ის დანაყოფია, რომელმაც ყველაზე ეფექტურად წარმოაჩინა თავი და დიდი ზიანი მიაყენა მტერს!
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ღისეულ კაცს და უმაგრეს პროფესიონალს სწორი პოზიცია ექნებოდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი