დედობა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ქალმა საკუთარ თავს დამართოს,, ..უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ლოგიკის მქონე.

საქმე ისაა, რომ დედობა ისეთივე სოციალური როლია, როგორიცაა შვილობა, ცოლობა, მეზობლობა, მეგობრობა, თანამშრომლობა და ასე შემდეგ. პიროვნებას კი ქმნის პიროვნული ბირთვი და მის გარშემო განლაგებული სოციალური როლები. ფსიქოლოგები არ დაობენ იმაზე, რომ როლთან იდენტიფიკაცია არის სათავე პრობლემებისა, ნევროზებისა და სხვა ფსიქოლოგიური დარღვევებისა.გინახავთ მძიმე დეპრესიაში ჩავარდნილი შეყვარებული ადამიანი რომელსაც არაფერი აღარ აინტერესებს? გინახავთ კარიერისტი რომელიც საკუთარი შვილის ნახვასაც იშვიათად ახერხებს? გინახავთ ქალი რომელიც მხოლოდ შვილის ცხოვრებით ცხოვრობს? ეს ყველაფერი როლთან იდენტიფიკაციაა..დედის როლთან იდენტიფიცირებული ქალები, გარდა იმისა, რომ ბედნიერები არ არიან, არ აძლევენ შვილებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.სამყაროსადმი იმ უნდობლობას,რაც ამ ქალებს ახასიათებთ, შვილებსაც ახვევენ თავს და შედეგად ვიღებთ არამკითხე მოამბე დედამთილებს, გაზულუქებულ უპასუხისმგებლო კაცებს, ქალებს, რომლებიც ბედნიერები არ არიან და ბავშვებს, რომელთაც ასწავლიან რომ სამყარო საშიშია და ერთადერთი უსაფრთხო ადგილი დედის კალთაშია.. 

Geodijest.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი