მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტი 12 წლის წინ, თავისი საკუთარი სოციალური ქსელი შექმნის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში დატოვა. ფეისბუკის დამაარსებელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, მარკ ცუკერბერგი, 12 წლის შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტში დაბრუნდა დიპლომის მისაღებად. “დაბრუნება ჰარვარდში, სადაც დაიწყო ყველაფერი” – წერს ცუკერბერგი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს: 2017 წლის 25 მაისს, ჰარვარდის სასწავლებელში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, სადაც მარკ ცუკერბერგი, სიტყვით გამოვიდა: “დავბრუნდი დიპლომის მისაღებად. დღეიდან ჩემს რეზიუმეში უნივერსიტეტის ხარისხიც იქნება მითითებული” – ამბობს მარკი. ცუკერბერგმა ფეისბუკზე მშობლებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა სტატუსით: “დედა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად”. მარკ ცუკენბერგი, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ედუარდ ცუკენბერგთან და კარენ ცუკენბერგთან(მშობლები) ერთად.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი