Home ახალი დამატებული დედაქალაქს წყალმომარაგების პრობლემა აქვს _ ნუ გამოხტებით ახლა პოლიტიკური სექტანტები

დედაქალაქს წყალმომარაგების პრობლემა აქვს _ ნუ გამოხტებით ახლა პოლიტიკური სექტანტები

21 second read
0
41

თბილისის მერი, პატივცემული ნარმანია წყალმომარაგების კომპანიას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს სწვევია დიდი ამბით. ერთ-ერთ სანფორმაციო სააგენტოზე წავაწყდი ამ ინფორმაციას, სათაური დაახლოებით ასე ჟღერდა: დავით ნარმანიამ წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯინ უოთერ ენდ ფაუერი“ დაათვალიერა. სასწრაფოდ გავხსენი სტატია, ვიფიქრე, ნამუსმა შეაწუხა და დაინტერესდა, რატომ დავბრუნდით თბილისის მცხოვრებლები ( და ალბათ, არამარტო თბილისის) იმ შავ-ბნელ პერიოდში, როდესაც წყალი და შუქი განრიგით გვქონდა და რატომ არ მოგვეწოდება წყალი უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში თქო, (ნაძალადევში არ ვცხოვრობ, შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის სპეციალური განცხადება წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ შეხებია ჩემს რაიონს) შენც არ მომიკვდე, ახალი უნიკალური ლაბორატორია დაუთვალიერებია, რომელიც საქართველოში ერთადერთი ყოფილა და კომპანიის სამომავლო გეგმებსა და საინვესტიციო პროექტების უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე უსაუბრიათ თურმე…

თქვე კაი ხალხო, ეს ახალი დანადგარები რაღა ჭირად გინდათ, თუ წყალი სანატრელი უნდა გაგვიხადოთ?! თან ვაკვირდები, ინტერვალი წყლის შეწყვეტებს შორის ყოველ ჯერზე მცირდება.

პ.ს. ნუ გამოხტებით ახლა პოლიტიკური სექტანტები, სრულებით აპოლიტიკური ვარ და არ ვთვლი, რომ ერთი მხარის დაკნინება, მეორისთვის ხოტბის შესხმას არ ნიშნავს. უბრალოდ ფაქტია, რომ წყალმომარაგების სერიოზული პრობლემის წინაშე დგას დედაქალაქი და მისი თითოეული მაცხოვრებელი, იქნება ის ოცნების მხარდამჭერი თუ არა!…

# ვიზლიბერალიზაცია გვიჭერს:))))))

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *