ტეხასის მცხოვრებ 24 წლის სინტია მარია რენდოლფს, სასამართლომ ბრალდება ოფიციალურად წაუყენა. ახალგზარდა ქალს საკუთარი მცირეწლოვანი შვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სინიტია რენდოლფმა დანაშაული აღიარა. პოლიციის ცნობით, ქალმა 2 წლის გოგონა ჯულიეტი და მისი წლინახევრის ძმა ქავანი – ცხელ ამინდში, ავტომობილში ჩაკეტა. ბავშვები მანქანაში, გაუსაძლის სიცხეში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ბრალდებული საკუთარი ქმედების მიზეზად 2 წლის ჯულიეტის ჯიუტობას ასახელებს და ამბობს, რომ ავტომობილში ჩაკეტვით, მას ბავშვის დასჯა სურდა.

24 წლის სინტია მარია რენდოლფი რამდენჯერმე დაკითხეს – ბრალდებული ყველა ჯერზე შვილების სიკვდილის რამდენიმე ვერსიას ასახელებდნენ

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი