,,მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს , დღეს 00:30 სთ-ზე სავარაუდოდ მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას. რისგანაც შემთხვევით ერთმა კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. მანქანის ნომერია PKP-362 , ვერცხლისფერი BMW X5 .დავრეკე საპატრულო პოლიციაში, რეაქცია ნული. ეხლა მივდივარ ვაკის რაიონის პოლიციაში” _ ეს პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა 25 ნოემბერს, გვიან ღამით განათავსა.

ცოტა მოგვიანებით კი, მის გვერდზე ასეთი განცხადება გამოჩნდა:

,,ეხლა გამოვედი ვაკის პოლიციიდან, ახალ გზაზე რომ არის. ნახევარი საათი მაყურყუტეს, პასუხიც ვერ გამცეს ვინ არის იმ მანქანის მფლობელი, რომელსაც ჩემი გატაცება უნდოდა ( ვერცხლისფერი X5 სახელმწიფო ნომერი PKP-362 ) .
პოლიცია, რომელიც ვალდებულია, დაიცვას თითოეული ჩვენთაგანი კრიმინალისაგან – დუმს”.

ბიზნესმენმა საკუთარი ავტომანქანის ვიდეორეგისტრატურის მიერ დაფიქსირებული ერთ-ერთი კადრიც გამოაქვეყნა. ,, ეს არის ის ვერცხლისფერი X-5, ნომერი PKP-362, რომლითაც აპირებდნენ სავარაუდოთ ჩემს გატაცებას” _ აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.

იმედია, შს სამინისტრო ამ ფაქტს არ დატოვებს რეაგირების გარეშე და გამოიძიებს, ვინ უპირებდა ბიზნესმებს გატაცებას.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი