პოლიტიკა

“დაწესდეს სკოლებში ერთჯერადი კვება მოსწავლეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან”

“დაწესდეს სკოლებში ერთჯერადი კვება მოსწავლეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან” – ლეიბორისტული პარტიის მიმართვა პარლამენტს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მიმართა ინდივიდუალური წერილით საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირონ სკოლებში ერთჯერადი კვების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას და მათი პოზიცია დააფიქსირონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 26 მაისამდე. ახალგაზრდებმა პრობლემის მეტი თვალსაჩინოობისთვის პარლამენტის წინ მიიტანეს იმ ტიპის საკვები, რასაც გაეროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 77 000 ბავშვი ღებულობს ყოველდღიურად და შეადარეს კვების იმ რაციონს, რასაც დეპუტატის შვილები მიირთმევენ. ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, დათმონ ოდნავი კომფორტი და ერთხელ მაინც გააკეთონ რაიმე ღირებული საქართველოს მომავლისათვის და მომავალი თაობებისთვის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close