ორი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს დაღესტანში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა. სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დაღესტანის ქალაქ ხასავიურტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ ორი პირს შემოწმებას აპირებდა, რა დროსაც მათ ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად ორივე პირი მოკლეს“, – უთხრა ინფორმაციის წყარომ სააგენტო „ტასს“.

ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი