ესმა კუნჭულია, გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი:
_ ორი გოზინაყის ამბავი ❤️💜და რეცეპტები

გაიცანით – გოზინაყის აფხაზური მორთვა-მოკაზმვის ვერსია “გოზინაყი – დაფნაზე” და აქვე ვერმიშელის გოზინაყი:)))

1) 1960 წელს ბათუმის სახელმწიფოგამომცემლობის მიერ გამოცემულ “ქალთაკალენდარში”, 24 დეკემბრის გვერდზე გოზინაყის რეცეპტია გამოქვეყნებული.

მოგიყვებით: ნიგოზი ოდნავ შეახმეგო, რათა ადვილად მოსცილდეს გარეკანი და ძალიან წვრილად დასჭერით. ცალკე ქვაბში ადუღეთო თაფლიო, განუწყვეტლივ ურიეთო და მორეის დროს ქაფი მოხადეთო. მზადაა თუ არა თაფლი – ქალთა კალენდარში ტრადიციულ ხერხს გვთავაზობენ: ერთი წვეთი უნდა დავასხათ წყლიან ლაამბაქზე. თუ თაფლი შეკრულია და არ დაიშლება, მზადაა. ჩაყარეთო კაკალი და ურიეთ, კაკალი რომ ოდნავ შეწითდლება მაშინვე გადმოდით და დაასხით წყალმოსხმულ დიდ თეფშზე ან ფიცარზე. როცა კარგად გაცივდება და გამაგრდება, დასჭეით პატარა ნაჭრებადო. ასევე კეთდებაო – ნუშის, თხილის, მზესუმზირისა და სხვათა გოზინაყიო:)

სხვათა გოზინაყში ნაგულისხმეია ატრიას (ლაფშას) გოზინაყი. ზუსტად ისე კეთდება ლაფშის ოზინაყი, როორც კაკლისო.მაგრამ აუღებულ თაფლში უნდა ჩაყაროთ წვილად დატეხილი ვერმიშელიო:)))

2) მეორე ფოტოზე დაფნის ფოთლებზე გამოწკეპილი გოზინაყება. ტრადიციული რეცეპტით. ეს ვესია ჩემმა მეგობარმა ლანა კალანიამ გამაცნო. სწორედ ასე აწყობდნენ გოზინაყს მისი მეგრელი ბებიები სოხუმში.

პ.ს. ვზივარ და ხმამაღლა ვილოცები “პუტინ ხუილო”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი