სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა  თანამდებობა დატოვა. თავად გიორგი ლაფერაშვილი ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სატელეფონო ზარს არ პასუხობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ,,პირველთან” საუბარში კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმაც.

ჯერჯერობით უცნობია, გადაწყვეტილება თავად მიიღო თუ არა გიორგი ლაფერაშვილმა, თუმცა ცნობილია, რომ ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და თამარ ბაღაშვილი მოიაზრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში “რუსთავი 2”-ზე რამდენიმე გადაცემა დაიხურა. ასევე, მიმდინარეობს კადრების შემცირება.

pia.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი