საზოგადოება

“დაპირისპირებულები არიან რომ ეს კაცი გაანადგურონ. ძალიან მიჭირს ამის გაზრება”

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ტელეკომპანია “პირველთან” პაატა ბურჭულაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის სრულიად უცხოა ის ბრალდებები რაც ფონდ “იავნანას” მიმართ ვრცელდება.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული დაპირისპირება პაატა ბურჭულაძის გასანადგურებლად.

“ვერ გეტყვით რა მოიძებნა ასეთი რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა. ჩვენ ვინც მის გვერდში ვიდექით, ყველა მომართულები ვიყავით ქველმოქმედებისკენ. ჩვენი ღერძი იყო ვყოფილიყავით იმ ადამიანების გევრდით ვისაც უჭირდათ. ამის თავი და თავი იყო პაატა ბურჭულაძე. მე რა ვიცი იმის მიღმა შეიძლება პაატა ბუჭულაძეს რაღაც ისეთი ეფიქრა, რომელიც იყო მხოლოდ გამორჩენაზე.

მე არ ვიცი ეს ყველაფერი, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად კარგი მხრიდან ვიცნობთ ყველა პაატას, იმდენად ვამაყობთ ამ ადამიანით, რომ უბრალოდ გაფიქრებაც არ მინდა იმის რომ ის იყო ისეთი, რომელსაც ამდენი წინააღმდეგობა მოჰვა.

დაპირისპირებულები არიან რომ ეს კაცი გაანადგურონ. ძალიან მიჭირს ამის გაზრება. ძალიან ბევრი ქართველი დადგება პაატას გვერდში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბურჭულაძე გამოკითხვაზე ფონდ “იავნანადან” თანხების შესაძლო გაფლანგვსათან დაკავშირებით დაიბარა. თუმცა პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივიდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close