თბილისის 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმეზე დანაშაულის იარაღი კრიმინალისტებმა სანაგვეში იპოვეს. ექსპერტებმა ,,წითელ ბაღში” მუშაობა უკვე დაასრულეს. შსს-მ ორი მე-12 კლასელის დაჭრის ბრალდებით, ერთი მოსწავლე დააკავა. დაპირისპირებულმა მოზარდებმა საქმის გასარჩევად, ერთმანეთი, გუშინ საღამოს, წითელ ბაღში დაიბარეს. დაპირისპირებას 10-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. გარჩევაში ორი არასრულწლოვანი მონაწილეობდა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი და ჭრილობა მიაყენა სამ არასრულწლოვანს. მომხდარს, დაპირისპირებული მხარეების გარდა ჰყავს ერთადერთი თვითმხილველი მეეზოვის სახით, რომელიც დეტალურად ჰყვება, რა ვითარებაში მოხდა დაპირისპირება და რის გამო დაჭრეს სამი არასრულწლოვანი.

იუნა პაპუნაშვილი, მეეზოვე:

_ 15 ბიჭი იქნებოდა, მაგრამ პოლიციამ თქვა, მაგდენი არ იქნებოდაო და 10 ჩაწერეს. მე დათვლით არ დამითვლია რამდენი იყვნენ, მაგრამ… ასე მოყვებოდა სისხლის კვალი, ყველაზე მეტი სისხლი დაღვრილი იყო ბეტონის საფეხურებთან. სისხლის ნაკვალევი პოლიციამ ნახა, თორემ მე სულ არ დავკვირვებივარ. მე რომ არ მეთქვა, ბიჭები ჩხუბობდნენ  აქ თქო, პოლიციას არაფერი არ ეცოდინებოდა. დაპირისპირების დროს გოგო ახსენეს, მაგრამ სახელი არ უხსენებიათ. რაღაცას არჩევდნენ, მერე გინებაზე გადავიდნენ და გინება იყო ძალიან აგრესიული. სამი სხვადასხვა ადამიანის ხმა გამოდიოდა და ერთს აგინებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი