სახალხო დამცველის კანდიდატურა საპარლამენტო სესიაზე ურთიერთდაპირისპირების მიზეზი გახდა. „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ოპოზიციასთან ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა.

მმართველი გუნდი კი, დღეს იმაზე მიუთითებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადეობის მიერ არჩეული კანდიდატი გახდეს სახალხო დამცველი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კოლეგებისგან მოვისმინეთ სრულიად უსამართლო კრიტიკა, პროცესის თვალსაზრისით, ჩემთვის უცნაურია, როდესაც თავად სამოქალაქო საზოგადოება პროცესს მიესალმება და ამბობს, რომ ძალიან კარგი პროცესი წარიმართა და ამ დროს ჩვენი კოლეგების სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა ამ პროცესმა, ჩემთვის ცოტა უცნაურია,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

მის ამ განცხადებას ირმა ნადირაშვილმა უპასუხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა განმარტა, რომ გამჭირვალე პროცესი იმ შემთხვევში იქნებოდა, თუ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა მის ვინაობას დასახელებამდე ბევრად ადრე გაიგებდა.

„ეს იქნებოდა გამჭირვალე პროცესი, რამდენიმე საათით ადრე რომ არ გაგვეგო, რომ მაგალითად კომიტეტები ამ კანდიდატურას განიხილავდნენ. საქმე პერსონებშიარ არის. საქმეა პროცესის გაუმჭვირვალობაში და იმაში, რომ თქვენ გრძნობთ საკუთარ ძალას,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი