რა ბედი ელის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს? დონალდ ტრამპი და ახალი მსოფლიო წესრიგი

ფრიც სპრინგმაიერი

გთავაზობთ მსოფლიოში მიმდინარე, მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე ანალიზს. დონალდ ტრამპი ამერიკელთა პოლარიზაციას განაგრძობს. საზოგადოების რაღაც ნაწილი მის მზეს ფიცულობს და მიაჩნია, რომ ეს ღვთის რჩეული კაცი დიდებულ საქმეს აკეთებს, მოწინააღმდეგეები კი ყოველდღიურად წყევა-კრულვას უთვლიან და შეერთებული შტატების გეგმაზომიერ განადგურებაში სდებენ ბრალს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი თავისი შეხედულებებისა და საქმიანობის შესახებ 1987 წელს გამოცემულ წიგნში – „ტრამპი: საქმის წარმატებით დაგვირგვინების ხელოვნება“(1) – საუბრობს. ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“(2) მომავალი ფიურერის გულისთქმებისა და გეგმების შესახებ მოგვითხრობს. არაერთი ცნობილი პიროვნების ფილოსოფიური აზრები თუ შეხედულებები სხვადასხვა ეპოქაში გამოცემული წიგნების ფურცლებზეა გადმოცემული. ტრამპმა თავის წიგნში მიანიშნა, რომ პრეზიდენტის სავარძელში მოკალათების შემთხვევაში სიურპრიზებს შემოგვთავაზებდა. წიგნის 50-ე გვერდზე ის წერს: „ვცდილობ მოქნილი ვიყო და ასე დავიცვა საკუთარი თავი“. ვისაც მიაჩნია, რომ ტრამპი მხოლოდ ერთი გეგმის ერთგული იქნება შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამ ადამიანს საერთოდ არ იცნობენ. „თუ მოლოდინს ვერ გაამართლებთ ადამიანები საბოლოოდ მიხვდებიან“ (გვ.60). ნეოკონსერვატორი გენერლებითა და „გოლდმან საქსის“(3) წარმომადგენლებით გარშემორტყმული დონალდ ტრამპის თქმით, იგი ამერიკას ისევ დიდებულ ქვეყნად გადააქცევს.

დიდი გარიგება და სახელისუფლო ბერკეტები

თუ ტრამპს ვერწმუნებით, გაკეთებული საქმე დახარჯულ ძალისხმევად უნდა ღირდეს. ეს ამბიციური ადამიანი მუდამ წარმატებისკენ მიისწრაფვის. „ძალაუფლება და სახელისუფლო ბერკეტები თქვენს ხელში თავმოყრილი უდიდესი ძალაა“ (გვ.45-47). ტრამპი „ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან“(4) გამოსვლას გეგმავს. ჯასტინ ტრიუდომ(5) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელახალი მოლაპარაკების გამართვა ითხოვა. მოქნილი ტრამპი შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდება და მაქსიმუმსაც მიიღებს. „…თქვენ ვიზავი უნდა დაარწმუნოთ, რომ საქმის წარმატებით დაგვირგვინება სწორედ მის ინტერესებში შედის“ – ეს სიტყვები დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთი ამერიკასთან თანამშრომლობის აუცილებლობაში დაარწმუნა. ტრიუკების დიდოსტატი შეერთებული შტატების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, იგი ბიზნესმენია და უყვარს გარიგებების დადება, კანადასთან მიმართებაშიც სწორედ ამგვარი კომბინაცია გაითამაშა. აი, როგორ ვაღწევ წარმატებას“ (გვ.1). ეს ყველაფერი იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთ გზას აირჩევს? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არა! ტრამპი საქმის წარმატებით დასაგვირვინებლად მუდამ ახალი ალტერნატივების ძიებაშია. დასახული მიზნებისა თუ ამოცანების შესასრულებლად ყველა რესურსა და საშუალებას გამოიყენებს, საბოლოო ჯამში იგი გაიმარჯვებს. მოულოდნელი ცვლილებებით დაბნეული ადამიანები მისი პოლიტიკური კურსის მიმართულებაში ვერ გაერკვევიან, რადგან თეთრი სახლის მთავარი ბინადარი დღევანდელი დღით ცხოვრობს და სჯერა მოქნილი პოლიტიკის.

ელიტის გეგმები

წლების წინ დონალდ რამსფელდის(6) ხელმოწერილ გეგმას – „ხუთ წელიწადში შვიდ ქვეყანასთან ომის წარმოების შესახებ“ – ძირითადად ობამას მმართველობის პერიოდში ლიბიასა და სირიაში შეესხა ხორცი. გასანადგურებელი ქვეყნების ჩამონათვალში ირანი და ჩრდილოეთ კორეაც ფიგურირებდნენ. აღნიშნული გეგმა ჩვენს თვალწინ ხორცილედება. ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი და ნაციონალისტურად განწყობილი მისი მხარდამჭერები გლობალისტთა გეგმების სისრულეში მოყვანას აპირებენ. როგორც ჩანს, როდესაც საქმე ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაცვას ეხება, გლობალისტები და ნაციონალისტები საერთო ენას ადვილად ნახულობენ. მმართველს ელიტას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათ წინაააღმდეგ აგორებული უზარმაზარი საპროტესტო ტალღა ძალიან აშინებს. ინტერნეტმა საინფორმაციო საშუალებებზე დაწესებული კონტროლის ჩარჩოები გაარღვია. შეძლებენ კი გლობალისტები მოსახლეობის გონების გაკონტროლებისა და დაჩიპვის პროცესის დაჩქარებას, სანამ მათი მატრიცა გაიხსნება? მსოფლიოს მმართველები გლობალური ციფრული ვალუტის შემოღებასთან დაკავშირებული გეგმებისა თუ სხვადასხვა პროექტის იმპლემენტირების დაჩქარებას ლამობენ. აღნიშნული საკითხების სისრულეში მოსაყვანად გლობალურ ომს ან გლობალურ ცივ ომს წამოიწყებენ. თვალი მიადევნეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდებით.

შენიშვნები

1) Trump: The Art of the Deal. Ballantine Books: NYC, 1987.
2) Mein Kampf – ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული წიგნი. გამოიცა 1925 წ.
3) The Goldman Sachs Group, Inc. – 1869 წელს მარკუს გოლდმანისა და სამუელ საქსის ხელმძღვანელობით დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, ფინანსური კონგლომერატი.
4) North American Free Trade Agreement (NAFTA) – 1992 წლის 17დეკემბერს შეერთებულ შტატებს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის წარმოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება.
5) Justin Pierre James Trudeau (დ.1971) – კანადელი პოლიტიკოსი. კანადის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი.
6) Donald Henry “Don” Rumsfeld (დ.1932) – ამერიკელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი. 1975-1977 და 2001-2006 წლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

თარგმნა დავით პაპოშვილმა

წყარო: ფეისბუქგვერდი – ,,ალტერნატიული ისტორია”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი