დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში დიდი და ზიანის მომტანი ჰესების მშენებლობის საბოლოო აკრძალვის თაობაზე მის მიერ მომზადებული კანონპროექტის წარდგენა მოახდინა. მან განაცხადა, რომ: „კანონპროექტის მიზნად ისახავს, სახელისუფლო ჰესომანიის შედეგად საქართველოს მასობრივი დატბორვა-განადგურების პროცესის საბოლოო აღკვეთას, სწორედ აღნიშნულს ისახავს მიზნად ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად:

• საქართველოში საბოლოოდ უნდა აიკრძალოს დიდი ჰიდროელექტროსადგურებისა და ატომური სადგურების მშენებლობა.

• მცირე ჰესების მშენებლობა კი დასაშვები უნდა იქნას ცნობილი, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, რის დასადგენადაც სავალდებულო გახდება, რეგიონალური (სამხარეო) პლებისციტის ჩატარება.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით დიდი და დამანგრეველი ჰესების მშენებლობის აკრძალვის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტის კანონად ქცევისათვის, უახლოეს პერიოდში დაიწყება 30 000 მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების კამპანია ! მან ასევე განაცხადა, რომ ის გეგმავს კვლავ აქტიურ მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი მოსახლეობასთან მიერ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ჰესების მასობრივი და იძულებითი მშენებლობის წინაღმდეგ დაგეგმილ აქციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.

ბრიფინგის დასასრულს, წარმოდგენილ იქნა, ხელისუფლების მიერ მომაზადებული რუკა, რომელზეც საქართველოში ასობით ახალი ჰესის მშენებლობის სამთავრობა გეგმას ასახავს !

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი