,,ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს.
დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე. 16 მისამართზე მოეწყო სრულიად ახალი სარწყავი ქსელი, რეაბილიტაცია განხორციელდა 63 ლოკაციაზე. თბილისის მერიამ შეიძინა 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდა 2 284 ცალი ლედ-სანათი, განახლდა თბილისის ანძა.

კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება.

რაც შეეხება სპორტს, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441-ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას, – განაცხადა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები
Загрузка...