,,გუშინ ღამე პოლიცია ორი ბუსიკით შემოვარდა პრიმარკის პარკინგზე. დათა ახალაია და უდესიანი აიყვანეს. ჩვენ აქეთ ვიდექით და მერე ბიჭებმა მითხრეს შავი სპეცნაზიც ყავდათ გარეთ რესტორანთანო და კიდე ორი ქართველი დაიჭირესო. მთელი ღამე ვირბინეთ, არავინ არაფერს არ იძახის. აქ ლიეჟში არ გააჩერებდნენ მაგათ და ბრიუსელში წაიყვანდნენ. ვინც ხართ ბრიუსელში იქნებ გაარკვიოთ რამე. ჩვენ აქ ვარკვევთ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უცხოეთში მცხოვრები ბექა გოგოსაშვილი.

მოგვიანებით კი ფეისბუქგვერდზე გიორგი უდესიანმა გაავრცელა პოსტი. იგი ზემოთაღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

,,მოგესალმებით მეგობრებო,ეხლა ვნახე ქართულ ინტერნეტ სივრცეში გაცრცელებული სიბინძურე და ტყუილი ჩემს შესახებ რომ თითქოს მე დამაკავეს ლიეჟში დათა ახალაიასთან ერთად:))მინდა იმედი გაუცრუვო ქართული ოცნების მიერ მართულ ფეიკებს და ბინძურ პრესის სხვა საშუალებებს.ეს არის ბინძური მორიგი ტყუილი და ჭორი”_ წერს უდესიანი.

.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი