დაზუსტდა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია – გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რითაც მის გუშინდელ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

„ეს ადამიანი რადიო „თავისუფლებაში“ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა ამავე დროს არის ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც, შესაბამისად, ორივე როლი ჰქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„ეს არის სიცრუე, რომ ხელისუფლებამ აზერბაიჯანს ჟურნალისტი ან გადასცა, ან თანამშრომლობდა. მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ ძალოვანი ან სხვა უწყების თანამშრომლობას, ნებისმიერ, თუნდაც კარგ პარტნიორ ქვეყანასთან. ეს არის სიცრუე, რომელსაც ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ავრცელებენ“, – განაცხადა ალექსნადრე ჯეჯელავამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი