„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამ მოტივით მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს და კარავი გაშალეს. დაზარალებული მოვაჭრეები სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც დაზარალებულთა საქმეს განიხილავს. გარდა ამისა, კვლავ უცვლელია მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების თაობაზე. გაირკვა, რომ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პროკურატურას საჩივრით მიმართეს. ისინი კონკრეტული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ქონების დაყადაღებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით აქცია მთავარ პროკურატურასთან უკვე ხვალ გაიმართება. „აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება. სასწრაფო წესით უნდა დადგინდნენ დამნაშავე პირები. ჩვენი მოთხოვნები შემდეგია: ზარალი 100%–ით აგვინაზღაურდეს; შეიქმნას კომისია; რომელიც ჩვენს საქმეებს შეისწავლის, რათა როგორმე დავაღწიოთ თავი არსებულ მდგომარეობას, პროკურატურას დღეს მივმართეთ საჩივრით და მოვითხოვთ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ვითხოვთ, ყადაღა დაედოს „ბავშვთა სამყაროს“ შენობას და სავარაუდო პასუხსისმგებელი პირების უძრავ და მოძრავ ქონებას“,– ამბობენ მოვაჭრეები.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი