ნინული ქავთარაძე სოციალური ქსელით ქართველი მანდილოსნებისთვის მიმართვას ავრცელებს:

_ ქართველი მამაკაცი სალანძღავ სიტყვად რომ გაიხადეს, იმათ გასაგონად მინდა დავწერო ჩემი მოკრძალებული და ცოტა გაბრაზებული აზრი.

ჩემო თანამემამულენო, თუ, რა თქმა უნდა, სიტყვა მამული რაღაცას გეუბნებათ, დავიჯერო, ქართველი მამების შვილები არ ხართ? ქართველი ახალგაზრდების დები? არ ზრდით ქართველ ბიჭებს? ვიღაც უღირსმა თუ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლე მოუსპო, განა ეს იმის საფუძველია, რომ ყველა ქართველი კაცი წყალს გააყოლოთ და უცხოტომელი გააფეტიშოთ? დავიჯერო იმას მაინც ვერ ხვდებით, რომ ქართული გენი და ხასიათი, მითუმეტეს მამაკაცებში, სპეციფიურია და ის რაც შეიძლება სხვა ეთნოსისთვის ადვილი მისაღებია, ქართველი ვერასოდეს ვერ მიიღებს, და სწორედ ამ მიუღებლობის ხარჯზე მოვიტანეთ თავი დღემდე საუკუნოვანი დაბყრობებისა და გამაჰმადიანებისა, გადაჯიშების საფრთხის ქვეშ მყოფებმა. განა ქართველი წინაპარი მამაკაცების სისხლით მორწყულ მიწაზე არ დააბიჯებთ? განა ქართველი მამაკაცები არ იყვნენ უახლოესი წარსულის გმირები – შინდისის გმირები, გიორგი ანწუხელიძე? განა ქართველი წმინდანების თავგანწირვისა და ღვრთის სიყვარულის შედეგად არ მოაღწიეთ მართლმადიდებლებად დღემდე და მირონცხებულები დადიხართ დედა ბუდიანად? ასე როგორ მოიძულეთ თანამემამულე – საკუთარი სისხლი და ხორცი და არაბებს, თურქებს, შავკანიანებს და სხვა რასას მისტირით, ამართლებთ ისედაც გადაჯიშების პირას მყოფი ერის შვილები…

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი