პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს.
„ჩვენ, ყველა და თითოეული, უნდა დავირაზმოთ და ვიბრძოლოთ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც კი შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია. ვიბრძოლოთ სიტყვით, პროტესტით, ვიბრძოლოთ მარტოებმა და სხვებთან ერთად, ცოტამაც და ბევრმაც.
განსაკუთრებულად კი უნდა ვიბრძოლოთ იმ ადამიანებმა, იმ მოქალაქეებმა, ვისაც განსაკუთრებით ჩაგვიქრეს იმედი, ვისაც ამაგი გვაქვს იმ ხელისუფლებაზე, რომლებიც უკვე გადავიდნენ დიქტატორული რეჟიმის სისტემაზე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “ქართული ოცნება” გადადის ერის გენოციდის რეჟიმში.
თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი თავის, ოჯახის, ერის, სახელმწიფოს წინაშე რომ გააძლიეროს წინააღმდეგობა არსებული რეჟიმის მიმართ.“- წერს არჩილ გამზარდია.

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი