Home ახალი დამატებული დავით ლილუაშვილი: დიდი ხანია, რაც ასეთი გაბრაზებული არ ვყოფილვარ!!

დავით ლილუაშვილი: დიდი ხანია, რაც ასეთი გაბრაზებული არ ვყოფილვარ!!

23 second read
0
28

“უგულავა ცხრაში გამოდის, გიჟი მიშა საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას და 20 იანვარს ყრილობაზე დასწრებას ითხოვს… ხელისუფლება გეყურეეება?!!!
P.S. ისევ საქართველო იტყვის თავის სიტყვას – „…მაგრამ მუხას რკოს ვერ მოსჭამთ“ ნაძირალა ნაცებო!!!
P.S.S. დიდი ხანია, ასეთი გაბრაზებული არ ვყოფილვარ!!!” _ ცხადებს უფლებადამცველი – დავით ლილუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლომ თბილისი ყოფილი მერი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გაათავისუფლა. ამ ფაქტს უკრაინაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კომენტარი უძღვნა:

“მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად… გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურიესძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად”, – წერს სააკაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *