2017 წლის 9-10 მარტს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნის 16 ადვოკატთა ეროვნული ორგანიზაცია მონაწილებდა. გენერალური ასამბლეის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციამ. გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, აირჩია აღმასრულებელი საბჭო და ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. სასიხარულოა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ბ-ნი დავით ასათიანი ერთხმად იქნა არჩეული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, რაც კიდევ ერთხელ მოწმოს ქართველი ადვოკატების გამოცდილების აღიარებას საერთაშორისო დონეზე.
ასამბლეას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა CCBE-ის ვიცე-პრეზიდენტიც, რომელმაც დაადასტურა ევროპელი ადვოკატების მხარდაჭერა ახლადშექმნილი პროფესიული გაერთიანების მიმართ.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი