Home ახალი დამატებული “დავაგვიანეთ ბარბარე, ვერ გიშველეთ დროულად”

“დავაგვიანეთ ბარბარე, ვერ გიშველეთ დროულად”

20 second read
0
16

ბარბარე მოლაშვილი საზოგადოებამ ერთი თვის წინ გაიცნო, როცა თვალცრემლიანი დედამისი დახმარებასა და შვილი გადარჩენას ითხოვდა. ბარბარეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა. საქართველოში, ასეთი ოპერაციები ბავშვებს არ უკეთდებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ პატარა ბარბარე დედამისთან ერთად თურქეთში გაგზავნა – ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯებიც თავად გაიღო. ბარბარესთვის ღვიძლი დედას უნდა გადაენერგა.

თურქეთის საავადმყოფოში ბარბარე მოლაშვილისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილური იყო.  ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. რამდენიმე დღის წინ, ,,ევრონიუს“-ს „სიკეთის კვალში“ განუცხადეს, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ადაპტირების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდესო. ასევე ამბობდნენ, რომ ასეთი კატეგორიის ოპერაციებს ხშირად გართულებებიც ახლავს, ამიტომ პაციენტი და დონორი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიანო. მათი ინფორმაციით, ასეთ ოპერაციებს ხშირად გართულებებიც ერთვის, თუ პაციენტის ორგანიზმმა დონორის ღვიძლი ვერ შეითვისა, შესაძლოა, სისხლდენაც განვითარდესო და ა.შ. ფონდი „სიკეთის კვალი“ მადლობას უხდიდა სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბარბარეს გადარჩენისთვის იზრუნა, მაგრამ… დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი წლის ბარბარემ რთულ ოპერაციას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

„არ ვიცით რა დავწეროთ, ან როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანებს და დავუდასტუროთ ეს საშინელი ინფორმაცია. ჩვენო პატარა ანგელოზო, მთელი საქართველო გვირეკავს და ტირის, შენი ამბავი რომ გაიგეს. ჩვენო ლამაზო ანგელოზო, დავაგვიანეთ, ვერ გიშველეთ დროულად. ნათელში იყოს შენი ლამაზი სპეტაკი სული, ჩვენო ბარბარე“, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *