მას შემდეგ, რაც ჩვენი გვერდის მეშვეობით საზოგადოებას მივმართეთ თხოვნით, რომ მოეწოდებინა ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ვოლიერში დატყვევებული დათვების შესახებ, გამოგვიგზავნეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მყოფი დათვის ფოტო.

თქვენც ხედავთ, რომ დათვი გაუსაძლის პირობებშია – პატარა ვოლიერში, საკუთარ ფეკალიებში. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს და შევატყობინეთ ეს ფაქტი. მათი წარმომადგენლები მივიდნენ ზემოთაღნიშნულ მისამართზე, მაგრამ დათვი იქ აღარ დახვდათ. ფოტოსურათი გადაღებულია 3 დღის წინ და შესაბამისად 3 დღის წინ დათვი სასახლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დღეს კი ის გაუჩინარდა.

ჩვენ მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ ოპერატიულად დაადგინონ, სად იმყოფება დათვი ამჟამად. თუ ის უკეთეს პირობებში ჰყავთ გადაყვანილი, მაშინ ჩვენ ამ დათვს მოგვიანებით გადმოვიყვანთ თავშესაფარ-ნაკრძალში. მანამდე კი მასზე მძიმე პირობებში მყოფ დათვს დავაბინავებთ ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი