,,დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ის არ შეუქმნიათ მხოლოდ ფარცხალაძეს და სუბელიანს, ასეთი ფორმირერები ყავდთ ოლიგარქთა მთელ რიგ წყებას. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს და ქართველ ხალხს დაუბრუნებს თავის სახელმწიფოს, ამოიყვანს მას მიწისქვეშეთიდან მზის ქვეშეთში.“ _ ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და ის ქართველი ოლიგარქები დაასახელა, ვისაც შეიარაღებული ფორმირებები ყავთ ,,ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო სარდაფში გამოამწვდიეს, რის შედეგადაც მართლმსაჯულება, წესები და კანონები აღესრულება მიწის ქვეშეთში, რომ რაც შეიძლება მეტი მილაირდი ააწაპნონ ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს და ქართველ ხალხს დაუბრუნებს თავის სახელმწიფოს, ამოიყვანს მას მიწისქვეშეთიდან მზის ქვეშეთში. საუბედუროდ, ყველაფერთან ერთად დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. ის არ შეუქმნიათ მხოლოდ ფარცხალაძეს და სუბელიანს, ასეთი ფორმირერები ყავდთ ოლიგარქთა მთელ რიგ წყებას. ბეჟუაშვილების, ოქუაშვილების უკანანო შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ატერორებენ ქვემო ქართლს დიდი ბიზნესის გასაკონტროლებლად და წილების ,,დასათრევად“. უკანონო პირადი არმიები ყავთ ვითომ ბიზნესმენ ჩოჩელს და ჩვენი ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილს ვიქტორ ჯაფარიძე აკონტროლებს ე.წ. სვანურ შეიარაღებულ ფორმირებას, რუსეთთან ერთად. ისევე, როგორც ივანიშვილის ბანდიტი დეიდაშვილი მამაცაშვილი ფლობს უკანონო შეირაღებულ სპეცრაზმს. ასევე შეიარაღებულია ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ჯგუფი; მილიარდების შოვნასთან ერთად აგრძელებს შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობას აგრძელებს ცნობილი ,,ზარალა“, რამიშვილი. უკანონო შეიარაღებული ფორმირებები ყავთ კაზინოების მაფიის წევრებს უგულავას და პარლმენტის წევრ ისკო დასენს, ასევე მძარცველ ბანკის ხაზარაძეს. ენერგეტინის სამინისტროს სპეცრაზმიდან შექმნილი შეიარაღებული ფორმირება ყავს კალაძეს ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავრობოებად, შეიარაღებულ ფორმირებებად. ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს 28 -ში პოლიტიკუარ წავაწყვიტოთ თავები! ეს შანსი გვაქვს! უნდა გამოვიყენოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბანდები დაამთავრებენ საქართველოს ისტორიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არასოდეს მოხდება იმდენად დიდია, იმდენად მაგარია ქართველი ხალხი! იბრძოლოს გადარჩენისთვის, ებრძოლოს უზნეობას, შინაურ და გარეულ მტერს, არ დათმოს, არ დააჩოქოს, წავიდეს წინ! ჩვენ ასეთი საქართველო ვიცით, ასეთ ხალხს ვეყრდნობით და ეს ხალხი აუცილებლად აიტანს გამარჯვების დროშას ბახტრიოზე, დიდგორზე და სოლოლკაზეც! __ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი