საზოგადოება

,,დააყენეთ ბატონი მამუკა მდინარაძის პასუხისმგებლობის საკითხი”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ უმრავლესობის ლიდერი, ბატონი მდინარაძე აცხადებს, რომ ბოკერიებთან თანამშრომლობა გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ამას უნდა შევეგუოთ, რომ ეს ყოფილა პოლიტიკური კულტურის გამოხატულება. უმრავლესობაში ბევრია დეპუტატი, რომელიც ასე არ ფიქრობს. დააყენეთ ბატონი მდინარაძის პასუხისმგებლობის საკითხი, ან გვითხარით, რომ თქვენც იგივეს ფიქრობთ და გვეცოდინება, ვინ რომელ ნაპირზე დგახართ.

გეუბნებით პირდაპირ: ბატონ მდინარაძეს, მათიკაშვილს, ზარდიაშვილს, სხვებს… დასავიწყებელი არც არაფერი აქვთ. ისინი სააკაშვილ-ბოკერიებთან იყვნენ და დღესაც იქ არიან, ამიტომაც გრძობენ თავს კომფორტულად. დაპატიმრებული ვიყავიო,- ბატონ მდინარაძეს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის. დაპატიმრებული რომ იყავი, ადეიშვილის ძალისხმევით როგორ გაგათავისუფლეს, ამაზე ვილაპარაკოთ და მერაბიშვილის ბიძის დაცვა მაინც და მაინც შენ რატომ განდეს და არა სხვა ადვოკატს, ამაზეც გაგვეცი პასუხი. (ციტატა შენი ინტერვიუდან: “ადეიშვილმა ვითარება ისე გამოიყვანა, ვითომ სახელმწიფომ გვაპატია და გათავისუფლება დაგვამადლა… თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამის მერე ნაციონალებმა განსაკუთრებით ამომიჩემეს.” რატომ ამოგიჩემებდნენ, მათი კაცი იყავი);

 მოკლედ, დასავიწყებელი მდინარაძეს არაფერი აქვს. 7 ნოემბერს რომ სისხლის ადინეს, 26 მაისს რომ სახურავებზე დახოცეს, 6 მაისს რომ დააბრმავეს, იმ ხალხს და მათ ოჯახებს ჰკითხონ,- წარსულს ივიწყებენ თუ დამნაშავეების დასჯა სურთ?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close