მივმართავ ყველა თანამოაზრეს ,ყველა მოწინააღმდეგეს,ყველა ნაციონალური და ოცნების მხარდამჭერს,თუ სხვა პარტიების წარმომადგენლებს, ყველა ეროვნული პათოსით შემოსილ ჯგუფებს,მოძრაობებს,ყველა ტელევიზიის არხს,ყველა ჟურნალისტს…
ისე როგორც არასდროს გვჭირდება სწორი ხედვა,სწორი მიმართულება,სწორი განსჯა,ურთიერთპატივისცემა და გააზრება იმისა რა გვჭირს,საით მივექანებით …..ბოლო ოცდაათწლიანმა გამოცდილებამ საქართველოს ისტორია ხან შავი კალმით წერა,ხან სისხლიანი კალმით.
დაკარგული ტერიტორიები,შეწირული გმირები,გაუბედურებული ლტოლვილებად ქცეული ოჯახები,გახლეჩილი ოჯახები,ქართველებისაგან დაცლილი საქართველო ,სიღარიბის ზღვარს მისული მოსახლეობა, ოცდაათწლიანი მმართველობის ფონზე გამდიდრებული ჩინოვნიკები ,არეული შიდა თუ საგარეო პოლიტიკა,გახლეჩილი ეკლესია და პოლიტიზირებული სამღვდელოება,ყოველგვარი უზნეობის დამკვიდრება ყოველდღიურ ყოფიერებაში….უსამართლო სამართალი ,დაუსჯელობის ზღვარსგადასული სინდრომი…ყალბი პატრიოტული პათოსით შემკობილი მეხოტბენი,დღევანდელობის ისტორიის დაუწერელი “ვაჰ დრონი ,დრონი..”..
სიყვარულს ჩანაცვლებული სიძულვილი,გადაგვარებული ზნეობა,წაშლილი ეროვნული კულტურა,დაკნინებული მეცნიერება,განათლება,მწერლობა ,ხელოვნება…ერთი შეხედვით თითქოსდა საქართველოს თავზე სატანური ეპარქიის ზეობაა…
ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში რომელსაც ოქროს ასოებით დააწერა უფალმა “ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო”! დაასახლა მის ტერიტორიაზე უძლიერესი პათოსის მქონე ქართველი ერი ,საოცარი აღნაგობისა და სილამაზის მქონე ხალხით,მოგვცა არაჩვეულებრივი სამეტყველო “ენაი ღვთისა”, მსოფლიოში ყველაზე წმინდა და სუფთა სამეტყველო ენა,რომელიც არ ჰგავს არცერთ ენას . ქართველი ქალის სინატიფის დარი ქართული ანბანი, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვა ანბანს.
სილამაზით ხელოვნურად მოქარგულ ცოცხალ ტილოს ჰგავს ჩვენი ქვეყანა,სუფთა ანკარა წყაროებით,ცას მიბჯენილი მწვერვალებით ,მომაჯადოებელი აზვირთული მთებით,მოჩხრიალე მდინარეებით,თეთრად მოელვარე მყინვარწვერით ,ბრილიანტის მწვერვალებით ,ეს ხომ ზღაპრული სამოთხის ქვეყანაა, რომლის ბუნებრივ სიმდიდრესაც ენით ვერ გადმოსცემ.
“ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო”- სადაც იშვა რუსთაველი,დავითი,თამარი,გალაქტიონი,ფიროსმანი,სადაც თავს სწირავდნენ მამულისთვის ,სარწმუნოებისთვის….
სადაც დაიწერა “გალობანი სინანულისანი”,”ვეფხისტყაოსანი” “დიდოსტატის მარჯვენა”,სადაც იმღერეს “იავნანა “,დადგეს და შექმნეს მსოფლიოში არ ნახული უბადლო შესრულებით “ქართული ცეკვა”….. ამ პატარა სტატიაში როგორ მოვიცვა ჩვენი ეროვნული ღირებულებების უკვდავყოფილი დიდებულებანი,რომელზედაც დგას ქართული ეროვნულობა.

მაშ რა გვჭირს,რა ხდება ჩვენს თავს….????
რით ვერ მოვდივართ გონს, რატომ მივყვებით იმ დინებას რომელიც განადგურებას გვიქადის…???
რატომ გვერევა მტერი და არ გვსურს ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის….???
რატომ ჩავვარდით უიმედო სასოწარკვეთილებაში….???

გამოვფხიზლდეთ “სანამ დროა,სანამ ისევ ფეთქავს გული”….რომ სამშობლო დავიბრუნოთ , მტერმოყვარის ხელით ერთობ,
ასე უღვთოდ გაწირული….!!!!

ლუარა ნიჟარაძე
2019.9 მარტი.იტალია,ფლორენცია

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი