Home ახალი დამატებული „გურამ შარაძე სხვისი გამხმოვანებელი რომ არ იყო, კარგად იცის ამ წვერებიანმა ჭინკამ!“

„გურამ შარაძე სხვისი გამხმოვანებელი რომ არ იყო, კარგად იცის ამ წვერებიანმა ჭინკამ!“

20 second read
0
24

„ახლა ვუსმინე ბოროტ ბაბუას. არ ანებებს მამაჩემს თავს. ადრე თუ ამბობდა, შეცდომაში შეიყვანესო, დღეს – გურამ შარაძეს გაახმოვანებინეს, 2004 წელს, პატრიარქის მოწამვლაო…
ვერ გაიგო და კიდევ გავიმეორებ – გურამ შარაძე სხვისი გამხმოვანებელი რომ არ იყო და სიმართლეს ამბობდა, პირველ რიგში, იცის ამ წვერებიანმა ჭინკამ!

ყველაფერთან ერთად, სულელიც ყოფილა – დაადასტურა ის, რაზეც, ამდენი წელია, მითქმა-მოთქმა არ წყდება! ამ ე.წ. მეუფეს ძალიან კი უნდა, ისრები სხვისკენ მიმართოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – 2009 წელს, პატრიარქი ნამდვილად მოწამლეს!

ახლა მე ვეკითხები ყველას: რატომ არ შეიძლებოდა იგივე ეცადათ იქამდე და შემდგომშიც?

კიდევ უარესი – დაადასტურა ციანიდის არსებობა! თუ როგორ ახსნა, მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა. შეგიძლიათ, უყუროთ და თავად დარწმუნდებით“ _ წერს გურამ შარაძის ქალიშვილი „გურამ შარაძის საზოგადოების“ გვერდზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *