,,არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­მა ტურ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხალ­ხი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ნა­წყე­ნია, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტებ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თეს. ის, რომ პრობ­ლე­მე­ბი იყო, ჩან­და. მე პირ­ველ­სა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი ეს ყვე­ლა­ფე­რი და მა­შინ მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა და­ტო­ვა პოს­ტი. ჩან­და პრობ­ლე­მე­ბი, გუნ­დუ­რო­ბა და­ი­კარ­გა, ვერ­ტი­კა­ლი იყო შე­სუს­ტე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ძა­ლი­ან სუს­ტი, გუნ­დის წევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო ძა­ლი­ან და­ბა­ლი. ეს ხდე­ბო­და რე­გი­ო­ნებ­შიც. პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დგომ მრა­ვალ­ჯე­რა­დი შეხ­ვედ­რა მქონ­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რებ­თან, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან და იგი­ვე იკ­ვე­თე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევრ მათ­გან­ში იგ­რძნო­ბო­და მსგავ­სი პრობ­ლე­მა, ურ­თი­ერ­თო­ბის სი­სუს­ტის. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც უხ­ვად აქვს ქვე­ყა­ნას, გუნ­დი გა­ერ­თი­ან­დეს და და­ეხ­მა­რონ ერ­თმა­ნეთს ხალ­ხის­თვის გა­ჭირ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში, ამ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რი მგრძნო­ბე­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს, რომ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არის მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქ იყო პრობ­ლე­მე­ბი. მე და­ვი­ნა­ხე და შე­იძ­ლე­ბა ცო­ტაც და­ვაგ­ვი­ა­ნე. ხალ­ხი არის აშ­კა­რად გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი. აშ­კა­რად ჩანს, რომ გუნ­დმა და­კარ­გა გრძნო­ბა­დო­ბა ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის, გაჩ­ნდა ბზა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის, ამას მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტოს გრძნობს, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ემა­ტე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუშინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი