ქუთაისთან ახლოს, „გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლის კერა გაძლიერდა და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უკვე მოუწოდეს, ჰესის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ.

ადგილზე ამ დროისთვის ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ხანძრის გამო, ქუთაისისა და მიმდებარე სოფლების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა, სხვა რაიონებს კი ეტაპობრივად აღუდგებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი