მარადმწვანე პარლამენტარის, გუგული მაღრაძის ცინიზმით აღსავსე გამონათქვამები საზოგადოების მსჯელობისა და მითქმა-მოთქმის საგანი არაერთხელ გახდა. მიუხედავად ამისა, გუგული უკან არ იხევს და ახალ-ახალი “მარგალიტებით” ხშირად აღიზიანებს საზოგადოებას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. “ქართული ოცნების” ასაკოვანმა სახემ, გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ გაუსაძლისი პრობლემები ქვეყანაში არ არის და შიმშილით არავინ კვდება.

“პრობლემები ყველას აქვს, მაგრამ გაუსაძლისი არა. შიმშილით არავინ კვდება.. თანაც, ეს პრობლემები ჩვენი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა. ეს წლობით დაგროვილია. ხელისუფლება კი ბევრ რამეს აკეთებს, წარმატებულები ვართ როგორც საგარეო, ისე საშინაო ასპარეზზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუ შევხედავთ რა ხდება მსოფლიოში – ტერორიზმი, ომი და სხვა. მიხვდებით, რომ ჩვენ უსაფრთხოების კუნძული ვართ. ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც გონივრული პოლიტიკით მოახერხა, ქვეყანაში ზედმეტი პრობლემები არ გაეჩინა”, – აცხადებს მაღრაძე „რეზონასთან“ საუბარში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი