საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გუგული მაღრაძის ინიციატივას პირველი მოსმენით განიხილავენ.

ცვლილების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო ერთეულები დაკონკრეტდება და უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, კონკრეტული სპეციალობის ფაკულტეტს შექმნის თუ სკოლას. 

„ცვლილება გამოიწვია იმან, რომ ქართულ უნივერსიტეტებში, გარკვეული მიმართულების სპეციალობებში სკოლების შექმნის ტრადიცია ჯერჯერობით არ არის. თუ არის ისეთი სპეციალობა, სადაც უფრო უნარ-ჩვევებია საჭირო, მაგალითად ჟურნალისტიკა, სამართლის სკოლები, ასეთი ბევრი არსებობს უცხოეთში. ევროპულ და დასავლურ საუნივერსიტეტო სივრცეებთან დაახლოება სწორედ ასეთი ერთეულების შექმნისკენ გვიბიძგებს“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, უნივერსიტეტის შიგნით არსებული სკოლის დიპლომი იქნება ჩვეულებრივი დიპლომის იდენტური, ხოლო უნივერსიტეტები თავად გადაწყვეტენ, რომელ სპეციალობაში რამდენ სკოლას შექმნიან.

1tv.ge

კომენტარები
Загрузка...