ფეისბუქმომხმარებელი ტაია მახარაძე მეტად საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელიც შეეხება სავარაუდო ბულინგის ფაქტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის სკოლაში.

,,ზუსტად 2 წუთის წინ ვესაუბრე ვინმე იზოლდა ლომიძეს – ბორჯომის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს, სოფელ დვირის სკოლის მოსწავლესთან და მის მშობელთან დაკავშირებით. კითხვა მქონდა ძალიან მარტივი: როცა შშმ მშობელს ჯერ არ აძლევენ უფლებას, რომ თან ახლდეს შვილს ექსკურსიაზე, მაშინ როცა სხვა მშობლები მიდიან; შემდეგ, როცა მცხეთაში ჩასულს ტოვებენ ქუჩაში მის შვილთან ერთად და მიდიან ისე, რომ არც ატყობინებენ; როცა სამი მასწავლებელი ერთდროულად ლანძღავს ამ ქალბატონს იმის გამო, რომ თურმე ტაძრიდან გამოსვლა დააგვიანა (რადგან ჯანმრთელობა სწრაფად სიარულის უფლებას არ აძლევს) და როცა შეურაცხყოფებით სავსეა გზა მცხეთიდან ბორჯომამდე; როცა მშობელს შეაქვს განცხადება სკოლის დისციპლინურ კომიტეტში და მალევე მის შვილს ეუბნებიან, რომ ჯობს, ამ სკოლის მეცხრე კლასიდან გავიდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რას აკეთებს რესურს-ცენტრი?
პასუხი იყო შემდეგი: თქვენ მიამბობთ ოჯახის მოყოლილს, ეს ყველაფერი სიცრუეა, ბავშვი მისივე ოჯახის ძალადობის მსხვერპლია (!!!) და თქვენი ჩარევით (რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი და ჯანსაღი კომუნიკაციისკენ მიდრეკილი იყო) ასევე ზეწოლას ახდენთ ბავშვზე. შემდეგ გამითიშა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ ხალხზეა თქვენი განათლების სისტემა დაფუძნებული? თუ ასეა, დროა მოვემზადოთ მის დასაკრძალად.
ჟურნალისტ მეგობრებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ ამ საკითხით, რადგან სახეზეა შშმ პირის ღია დისკრიმინაცია. ამ სკოლის დირექტორია ვინმე დარეჯან კევლიშვილი, ხოლო ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც მშობლის შეურაცხყოფაში და მადისკრიმინირებელ ქმედებებში იყო ჩართული, ამ დირექტორის რძალი, ვინმე ნუნუ პაპიძეა. რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს აინტერესებს, ვინ მიყვება ასეთ ამბებს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, არაფერია დასაჯერებელი.
Maia Bedoshvili

P.S. აქვე მინდა დავამატო, რომ ამ საქმის გახმაურებას არ ვაპირებდი, რადგან არ ვფიქრობ, რომ ფბ-თი უნდა ვარჩიოთ ასეთი საქმეები, თუმცა სკოლოს მხრიდან ბავშვზე ზეწოლა, რომ 9 კლასის შემდეგ სკოლა და რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის არაჯანსაღი, შეურაცხმყოფელი და განათლების სისტემაში დასაქმებულისთვის სრულიად შეუფერებელი კომუნიკაცია გახდა ამის საფუძველი”.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი