Home ახალი დამატებული „გრინ ქარდის” მფლობელებს ისეთივე უფლება აქვთ შევიდნენ ამერიკაში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს

„გრინ ქარდის” მფლობელებს ისეთივე უფლება აქვთ შევიდნენ ამერიკაში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს

26 second read
0
23

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისი წარმატებული საადვოკატო კარიერაც სწორედ ამერიკაში დაიწყო და დღეს მას მანჰეტენზე თავისი ადვოკატურა აქვს, სადაც მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადვოკატი მუშაობს. ნათალიშვილი ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს ეხმიანება და ანალიზს უკეთებს ამერიკის პოლიტიკას ემიგრანტებთან დაკავშირებით. 

ლევან ნათალიშვილი: 

_ გასულ კვირას ჩვენ ყველამ ვიხილეთ მასობრივი სახალხო აღშფოთება ქვეყნის მთავარ ქალაქებში. ეს გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის 27 იანვრის განკარგულებამ ემიგრაციის შესახებ. ამ განკარგულებით მან შეაჩერა ყველა ლტოლვილის მიღება შეერთებულ შტატებში 120 დღით, ნებისმიერი პირის შემოშვება სირიიდან გაურკვეველი პერიოდით და 90 დღით ვინმეს შემოშვება ირანიდან, ერაყიდან, ლიბიიდან, სომალიდან, სუდანიდან და იემენიდან.

დემონსტრნტთა მასებმა, მათ შორის კონგრესის წევრებმა, პრეზიდენტს ტირანი უწოდეს. პრეზიდენტმა კი არგუმენტად მოიყვანა ის, რომ იგი კანონიერად ცდილობს ქვეყანა დაიცვას იმათგან, ვისაც შეუძლია ხელი შეუწყოს ტერორისტულ აქტებს. არის შესაძლებელი, რომ პტრამპმა კანონიერად განახორციელოს ეს?

წინა ისტორია:

კონსტიტუცია მკაფიოდ აძლევს კონგრესს ძალაუფლებას, რომ დაარეგულიროს ნატურალიზაცია, რომელიც არის პროცესი ამერიკის მოქალაქედ გახდომისთვის. იგი პირდაპირ არ აძლევს საშუალებას, რომ არეგულიროს ემიგრაცია, რომელიც არის იურიდიული პროცესი ქვეყნის საზღვრის ლეგალურად გადმოკვეთის შესახებ. 1776-დან 1882-მდე კონგრესმა აღიარა ეს განსხვავება ძირითადად სიჩუმის შენარჩუნებით. ასე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შემოსვლა აქ ნებისმიერი ქვეყნიდან, მხოლოდ ერთი ნამდვილი რეგულაციით _ რაც ეხება საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

1882-ში კონგრესმა აიღო ძალაუფლება რომ დაერეგულირებინა ემიგრაციის პროცესი, რაც დაასაბუთა იმით რომ, მართალია კონსტიტუციაში არაფერი წერია პრობლემის შესახებ, მაგრამ სახელმწიფოებრიობის კონცეფციამ მისცა კონგრესს საშუალება, დაერეგულირებინა ნაციის საზღვრები და ამით ეკონტროლებინა ვის მიეცემოდა უფლება შემოსულიყო ქვეყანაში უცხო მხრიდან და რა ვითარებაში.

პასუხად აზიელი ემიგრანტების კონკურენციისა კალიფორნიაში – და ანტი-აზიური რასობრივი შუღლის მწვავე პერიოდში- 1882 წელს კონგრესმა მიიღო აქტი ჩინელი ემიგრანტების რაოდენობის შეზღუდვის შესახებ 10 წლის ვადით. 1892 წელს კონგრესმა გააგრძელა ვადა კიდევ ათი წლით, და 1902 წელს კონგრესმა აქტი მიიღო როგორც კანონი. 1924 წელს კონგრესმა მიიღო ჯონსონ-რიდის აქტი, რომელიც ზღუდავდა შეერთებულ შტატებში შმოსვლას კვოტების საშუალებით ნაციონალური წარმოშობის მიხედვით. კვოტები შეზღუდული იყო 1929-ში, შემცირდა 1943-ში და მნიშვნელოვნად გაიზარდა 1965 წელს.

1952-ში კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებდა პრეზიდენტს, შეეჩერებინა ემიგრაცია ნებისმიერი ადამიანის, ადამიანთა კატეგორიის ან ადამიანთა ჯგუფის შეერთებულ შტატებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ნაციონალური უსაფრთხოების მიზნით.

სასამართლოებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის ძალაუფლების ამ მხარეს, რადგან ჩვენი სისტემის მიხედვით, ემიგრაციას მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკა კონსტიტუციურად პრეზიდენტის სფეროა – კონგრესის შეზღუდული როლით სენატის უფლებამოსილებასთან მიმართებაში დაამტკიცოს ხელშეკრულებები და ელჩები და თანხა გამოყოფილი პრეზიდენტის ხარჯებისთვის.

თუმცა სასამართლოებმა შეზღუდეს პრეზიდენტის ეს ძალაუფლება და მას არ შეუძლია ის გამოიყენოს პირველი შესწორების ხარჯზე, რომელიც ეხება თავისუფლებებს – თავისუფლებას სიტყვის, რელიგიის და გაერთიანების. ასე რომ, პრეზიდენტს არ შეუძლია შეაფერხოს ემიგრანტი მისი პოლიტიკური, რელიგიური და კოლეგიალური შეხედულების გამო.

1979 წელს, პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, გამოიყენა ეს ძალაუფლება და აკრძალა ვინმეს შემოშვება ირანიდან, სანამ მძევლების პრობლემა არ მოგვარდა. 2011 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იგივე ძალაუფლება გამოიყენა და აკრძალა ნებისმიერის შემოსვლა ერაყიდან 6 თვის ვადით.

როგორც კანდიდატმა, ტრამპმა დადო პირობა, რომ დროის შეზღუდულ პერიოდში დაიცავდა ქვეყნის საზღვრებს მათგან ვისაც თვლის მუქარად ნაციონალური უსაფრთხოებისთვის – სანამ მისი გუნდი გაარკვევს უფრო ზუსტ მექანიზმს თუ როგორ გაარჩიონ ნამდვილი ლტოლვილები მათგან, ვისაც ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ. მისი გაპრეზიდენტების მე-8 დღეს მან ზუსტად ეს დანაპირები შეასრულა.

მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან აღიარა, ბრძანების ტექსტი საჭიროებს მეტ დაზუსტებას, იმიტომ რომ : „გრინ ქარდის” მფლობელები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან, სარგებლობენ იმავე უფლებით იყვნენ და შემოვიდნენ ქვეყანაში, როგორც ყველა სხვა ამერიკის მოქალაქე. უფრო მეტიც, მთავრობას არ შეუძლია ვინმეს კონსტიტუციურად მიანიჭოს უფლება ვიზით სარგებლობის და მერე დაიყვანოს ეს უფლება ნოლამდე, რადგან მოგვიანებით ვიზის გაცემის სტანდარტები შეიცვალა. ასე რომ, ტრამპის ცვლილებები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ პერსპექტივაში.

არის აკრძალვა სამართლიანი?
ყველამ იცის, რომ ჩვენ ემიგრანტების ნაცია ვართ. სამნი, ჩემი ბებია-ბაბუადან ემიგრანტები იყვნენ. ჩემოვიდნენ ჯერ კიდევ ბავშვები. ხალხის უმრავლესობა აღიარებს, რომ ყველას აქვს უფლება გადაადგილების, რაც ნიშნავს, მათ შეუძლიათ ქონდეთ სურვილი აქ ჩამოსვლის. მაგრამ ქვეყანამ მიიღო იდეები, რომ ჩვენი საზღვრები არ არის ღია, რომ კეთილდღეობის მდგომარეობა აქ ფინანსურად შეზღუდულია და რომ რთულ დროს, როგორიც დღეს გვაქვს, ემიგრაცია თითქმის მთლიანად და კანონიერად პრეზიდენტის ხელშია, მიუხედავად იმისა მისცა თუ არა მას ვინმემ ხმა.

ამის მიუხედავად, როგორც ყველა სახელმწიფოებრივი ძალაუფლება, კონკრეტულად კი ისინი, რომლებიც ხშირად უთანხმოებაში მოდიან ბუნებრივ უფლებებთან, ძალაუფლება ემიგრაციის რეგულაციისა უნდა განხორციელდეს ფრთხილად, არის აქ იმიტომ რომ ვიღაცამ დატოვა სხვა ქვეყანა და ჩამოვიდა აქ იმ თავისუფლებისთვის რომელსაც აქ პატივს სცემენ. ეს თავისუფლება არის ბუნებრივი ყველასთვის და ყოველთვის მოიზიდავს ხალხს აქ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *