გორში ბიზნესმენი ჩაცხრილეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ქალაქის ცენტრში წერეთლის ქუჩაზე, ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის, გოგიჩაიშვილების წარმომადგენელი გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს. მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია. მას საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი