გოგი თათუხაშვილი, გენერალი:

– გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ყველა ომის, სპეცოპერაციის, მათ შორის ,,კოდორი-2007”-ის მონაწილე , საქართველოს გმირი- გოგიტა წიკლაური, რუსეთის და ივანიშვილის მტერი. თურმე მარტო თბილისის ზღვაზე სათევზაოდ წასულა და ვიღაცას გონდაკარგული უპოვია. საავადმყოფოში რომ გადაუყვანიათ, გაჟონვა ქონია ტვინში. სრულიად ჯანმრთელი. წინა დღეს მიიღო მონაწილეობა აქციაში ივანიშვილის წინაამდეგ, რასაც შალვა ნათელაშვილი ადასტურებს: ,,წინა დღით ერთად ვიყავით თეთრიწყაროში აღმოჩენილ ივანიშვილისგან განადგურებულ მილიონობით ხეთა სასაფლაოზე..’’

სასწრაფოდ:

1. დაინიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ აფინანსებს ივანიშვილი.

2.დაინიშნოს ადვოკატი.

3. შეადგინონ გვამის დათვალიერების ოქმი.

4. შედგეს თბილისის ზღვაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

4. დაიკითხოს მოწმე, რომელმაც გოგიტა წიკლაური გონდაკარგული იპოვა.

5. დაიკითხოს სასწრაფო დახმარების მანქანის სამედიცინო პერსონალი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი