“გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ საღვთო მსახურების განსახორციელებლად გასაბერი ეკლესიის შეძენას გეგმავს.

ამის შესახებ „ბიბლიური თავისუფლება“ საკუთარ facebook-გვერდზე წერს:

ხელისუფლება ცდილობს ბიბლიურ თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.
ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს.
რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანებიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.

SWOT ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა შევიძინოთ გასაბერი ეკლესია.

პროექტის ღირებულება შეადგენს $3000

შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი