Home ახალი დამატებული გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის უცნაურობანი

გიორგი კვირიკაშვილისა და ილჰამ ალიევის უცნაურობანი

22 second read
0
18

გიორგი კვირიკაშვილს მესამე ვიცე-პრემიერის დანიშვნაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც არ ჩამოუვარდა. კვირიკაშვილმა თუ ზღაპრის გმირების გაშარჟებით საზოგადოებისთვის ცნობილი განათლების მინისტრი _ ჯეჯელავა აიყვანა ზენიტში, ალიევმა ცოლს მიაგო პატივი და მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. გასული წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი ჩატარდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი საკითხი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანას ითვალისწინებდა. თუმცა საქართველოში, მესამე ვიცე-პრემიერის აუცილებლობაზე საქართველოს მთავრობამ როდის იმსჯელა, ცნობილი არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *