გიორგი კალანდია, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:

_ მოვრჩეთ ამ ურა პატრიოტიზმს და ფსევდო იდეალიზმს! ბრიტანეთში თუ სერიოზულ თანხას გადაიხდი, შეგიძლია იქირაო „ ვიქტორია და ალბერტი“, დაბადების დღე მოიწყო ნებისმიერ მოქმედ თეატრში, სასახლესა თუ მუზეუმში. ასეა ეს არამარტო მთელს ბრიტანეთში, არამედ მთელ ევროპაში! ახლა არ მითხრათ, რომ საქართველოში უკეთესი მუზეუმები და თეატრები გვაქვსო, ან უფრო ძველიო და მით უფრო მოვლილიო! ამიტომ, მოვრჩეთ ამ ფსევდო გრძნობების გადმოფრქვევას, შემოსავლის წყარო, რომელიც არ აზიანებს ეროვნულ საგანძურს და საფრთხეს არ უქმნის მის არსებობას, საჭიროა და აუცილებელიც! ხოლო ვისაც „გული შესტკივა“ ეროვნულ სიწმინდეებზე, კლავიატურაზე თითების კაკუნს ურჩევნია, კვირაში ერთხელ მაინც იყიდოს მუზეუმის, სპექტაკლის და გამოფენის ბილეთი! იმ თეატრებს, მუზეუმებს, კოლექციებს მოვლა უნდა, მოვლას კიდე ფული!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი