საზოგადოება

გიორგი თევზაძე ძალოვან სტრუქტურებს ხანძრის ახალი კერებით დაინტერესებას სთხოვს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიმართავს ძალოვან სტრუქტურებს და ხანძრის ახალი კერებით დაინტერესებას სთხოვს. თევზაძის  განცხადებით, ახალ-ახალი კერების გაჩენა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას, რითიც უნდა დაინტერესდნენ ძალოვანი სტრუქტურები და ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება. გამოძიების შედეგები უნდა ეცნობოს მოსახლეობას.

ასევე, მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას, რა ბედი ეწია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვერტმფრენებს – ,,სუპერ პუმებს”, რომლებიც თურმე საქართველომ იყიდა. დღეს კი, ამ მძიმე სიტუაციაში, რატომღაც,  საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნების დახმარების იმედად იყო დარჩენილი. რატომ მოხდა ეს, უნდა იცოდეს ხალხმა” _ აღნიშნულია თევზაძის განცხადებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close