საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ქვეყნის ღირსების საკითხია, პრეზიდენტის ინსტიტუციას რომ ქონდეს სათანადო რეზიდენცია

    უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ამ დღეებში ქართული ოცნების წარმომადგენლების დაწყებულ მსჯელობას საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შესაძლო შეცვლის შესახებ.
  გიორგი თევზაძემ მედიასთან განაცხადა:
„საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე თვეღა დარჩა და უკვე ხელახლა დაიწყო აქტიური მსჯელობა პრეზიდენტის რეზიდენციის შეცვლის შესახებ. ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც არჩეული იქნა პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი, იყო მოსაზრება, გადასულიყო ახლად გარემონტებულ, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე ორბელიანის სახლში და დაეტოვებინა პრეზიდენტის სასახლე, რაზედაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრინციპული უარი განუცხადა ამ წინადადების ავტორებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჟამინდელი  პრეზიდენტის სასახლის ადგილმდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობად ფასდება, თუმცა როგორც მაშინ, დღესაც ზოგიერთები ანალოგიურად იმეორებს, რომ თითქოს, ასეთი გრანდიოზული რეზიდენცია უნდა პასუხობდეს პრეზიდენტის როლსა და ფუნქციას, ( თუმცა ავიწყდებათ, რომ სწორედაც პრეზიდენტის მოვალეობების შეკვეცა ქართულმა ოცნებამ 2012 წლის შემდეგ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად განახორციელა ). ზოგიერთი, პრეზიდენტის სასახლეს ამერიკის თეთრ სახლს ადარებს და აღნიშნავს, რომ ჩვენ თურმე როგორ უნდა შევედაროთ ამხელა ქვეყანას… ზოგიერთიც არ ჩქარობს და ჯერ არჩევნების შედეგების დასრულებას ელოდება, რომ შემდეგ აქტიური „კონსულტაციები“დაიწყოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან…
 ყველა მოსაზრება იწვევს გაოცებას და ბადებს კითხვებს. საინტერესოა, ვის ინტერესებში შედის პრეზიდენტის სასახლის ასეთი დაჟინებით, სხვა მისამართზე გადატანა, თუმცა ამას დრო გვიჩვენებს…. პრეზიდენტის სასახლის აშენება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს, რვაასი მილიონ ლარამდე დაუჯდა, ამიტომ საინტერესოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში, პირდაპირი შესყიდვით თუ აუქციონის წესით მოხდება პრეზიდენტის სასახლის გასხვისება? ან რა განთავსდება ამ შენობაში პრეზიდენტის ინსტიტუციაზე მნიშვნელოვანი? ასევე, საზოგადოების ნაწილის ინტერესს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ადეკვატური ფასით შეფასდება პრეზიდენტის სასახლე გასხვისების შემთხვევაში?
 მოგეხსენებათ, საქართველო სახელმწიფოა, ამიტომ, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუციას უნდა ქონდეს შესაბამისი, სათანადო რეზიდენცია (პრეზიდენტის მიმართ დატოვებული უფლებამოსილების მიუხედავად ) რადგან ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს პირველ პირს საერთაშორისო ორთიერთობებში და პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორი სასახლე ექნება ეს ქვეყნის ღირსების საკითხიც არის. სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნით შესაბამისი პატივისცემა, ხოლო ქვეყნის შიგნით ვის ანიჭებენ პირველი პირის სტატუსს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს საერთაშორისო ურთიერთობისათვის.
 თუ დღეს ვინმეს არ მოსწონს ქვეყნის მომქმედი პრეზიდენტი, ნუ დაავიწყდებათ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის წარდგენით და რეკომენდაციით მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, თუმცა თავად მოქმედმა პრეზიდენტმა, რეზიდენციის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობაზე მედიასთან, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო თემა. ვფიქრობ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი”.
 თუმცა ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს”_  აღნიშნა მედიასთან საუბრისას უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close