უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა მიმართვა-განცხადება, რომლითაც მიმართა საქართველოს საგარეო უწყებას. მიმართვა- განცხადებაში აღნიშნულია, რომ „2018 წლის შვიდ მარტს თურქეთში, თურქეთის ხელისუფლებამ, ქალაქ ართვინში დიდი ზარზეიმით აღნიშნეს 97 წლისთავი ართვინის, ტაოკლარჯეთის, და სხვა ქართული ტერიტორიების „განთავისუფლება“ ანუ შეერთება. ეს ღონისძიება აღიქმევა, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არამეგობრულ ქმედებად საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის მიმართ, რაც ფართოდ იქნა გაშუქებული თურქულ მედიის საინფორმაციო საშვალებებში. გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის გენერალიტეტმა და სახელმწიფო უმაღლესი ხელისუფლების პირებმა, ანუ ეს ღონისძიება არ წარმოადგენდა ვიღაც ფიზიკურ პირების თუ კერძო ჯგუფის დაგეგმილ ღონისძიებას, მასში მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მონაწილეობდა, რადგანაც გვახსოვს მაგალითები, როდესაც თურქეთში გაიმართებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის წარმომადგენლების შეხვედრები თუ კულტურული ღონისძიება თურქეთის ოფიციალურ მხარეს ყოველთის ქონდა პასუხად, რომ „ ეს კერძო ღონისძიებას წარმოადგენდა და სახელმწიფო უწყებები მასში მონაწილეობას არ იღებდნენო“. საინტერესოა, ასეთ არამეგობრულ ჟესტზე, რა ახსნა განმარტებას გააკეთებს თურქეთის მხარე.

სამწუხაროდ, ქართულმა მედიამ ნებით თუ უნებლიე ამ ფაქტის გაშუქებაზე რატომღაც თითქოს წაყრუება ამჯობინა. საგულისხმოა, რომ ღონისძიებაზე ართვინის ქალაქის მერმა საზოგადოებასთან გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქმა ხალხმა დიდი ბრძოლები გასწია ართვინისა ტაოკლარჯეთის და სხვა ტერიტორიის „გასანთავისუფლებლად“ გამართულ ზეიმზე. ასევე აღინიშნა რომ, ართვინიდან და სხვა ტერიტორიებიდან განდენილი იქნა დუშმანი ანუ თურქულ ენაზე დუშმანი ნიშნავს მტერს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 97 წლის წინ ეს ტერიტორიები ქართულ სახელმწიფო იურისდიქციაში შემოდიოდა და იქ ქართული საჯარისო ნაწილები იდგა ამის გათვალისწინებით საინტერესოა, ვის გულისხმობდნენ დუშმანის წარმოთქმისას …..? ასევე სიუჟეტში ნახსენები იყო ქობულეთის ტერიტორიაც ანუ როგორც სჩანს ისინი თვლიან, რომ მათ „გაანთავისუფლეს“ ბათუმიც, ქობულეთიც მაგრამ ჯერჯერობით ეს ტერიტორიები არარის თურქეთის შემადგენლობაში , ქალაქ ართვინში სადაც ეს ღონისძიება გაიმართა წარმოადგენდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიის ნაწილს და მას შავშეთი ეწოდებოდა, რომელიც 1921 წლის მარტის თვეში თურქულმა მხარემ ისარგებლეს საქართველოში რუსული საუკუპაციო ჯარის შემოსვლით და ეს ტერიტორია დაკავებული იქნა მათ მიერ საიდანაც გამოდევნილი იქნა უმეთაუროდ დარჩენილი ქართული საჯარისო ფორმირებები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე თურქეთის მხარეს ასეთი დიდი პომპეზურობით არ აღუნიშნავს შვიდი მარტი რაც დამატებით კითხვებს ბადებს?…

მივმართავ საქართველოს საგარეო უწყებას, საგარეო უწყებაში დაბარებული იქნას საქართველოში აკრედიტებული თურქეთის ელჩი და მოეთხოვოს მას ახსნა განმარტების გაკეთება 7 მარტს ქალაქ ართვინში გამართულ ზეიმზე გაკეთებული განცხადებებზე კერძოდ : ვის გულისხმობდნენ დუშმანის ხსენებისას და რატომ იქნა ნახსენები საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ქობულეთი ასეთ კონსტექტში.“ აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვა-განცხადებაში.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი