გიორგი თევზაძე, უფლებადამცველი, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე:

_ მოგმართავთ ადვოკატთა კორპუსის თითეულ წარმომადგენელს და აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს დეკემბრის თვეში, თითეულ ჩვენთაგანს.

როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 დეკემბერს გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის არჩევნები. ყველამ ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გავაკეთოთ არჩევანი, თუ რომელ კანდიდატს და მის გუნდს დავუჭერთ მხარს, რადგან სწორი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა ინსტიტუტის განვითარებისა და ხვალინდელი დღის წარმატებისათვის. მე არჩევანი გაკეთებული მაქვს – ხმას ვაძლევ თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით ასათიანს და მის გუნდს, რადგან მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ზაზა ხატიაშვილთან ერთად ადვოკატთა ინსტიტუტის გაძლიერებისათვის და ქვეყანაში ადვოკატის როლის განვითარებისათვის, აგრეთვე, ადვოკატის უფლებების დასაცავად.

ამასთანავე, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი და მასში გაერთიანებული წევრი-ადვოკატები მხარს უჭერს დავით ასათიანს, რადგან ადვოკატების სწორ არჩევანზეა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება სამომავლოდ ადვოკატთა ინტიტუტის წარმატება და ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო კავშირების განვითარება, ამიტომაც, მოგმართავთ ძვირფასო კოლეგებო! სწორედაც, თითოეული ჩვენთაგანის გააზრებული და სწორ არჩევანზე იქნება დამოკიდებული მომავალი და როგორ განვითარდება ადვოკატთა ინსტიტუტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ რამდენად იქნება დაცული თითოეული ადვოკატის პროფესიული უფლებები.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი