თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა დღეს სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბუაძეების ოჯახს ესტუმრა.

“ბიუჯეტიჭამია ჩინოვნიკებმა პენსიონერ ნანული ბუაძის ოჯახს მოუხსნეს სოციალური დახმარება. მას არ აქვს საშუალება იყიდოს საჭირო მედიკამენტები და 21-ე საუკუნეში დედაქალაქში, კორპუსში მცხოვრებს უდგას შეშის ღუმელი.

ჩვენი გეგმაა, როდესაც მოვალთ დედაქალაქის მთავრობაში გაიცემა ენერგოვაუჩერი, რომ ცივ ზამთარში თბილად, სინათლეში გაატარონ ზამთარი ადამიანებმა. ასევე დავარიგებთ მედიკამენტების ბარათს, რაზეც დარიცხული იქნება თანხა და შეიძენენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს, რათა გადარჩნენ, იცოცხლონ და არ გახდნენ მსხვერპლი ამ გაქსუებული ჩინოვნიკებისა, რომელთაც არაფრად არ უღირთ ადამიანების სიცოცხლე- ჯანმრთელობა”.

კომენტარები
Загрузка...