თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

 

საქმეზე არსებითი სხდომა დღეს გაიმართა.

 

გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

 

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. საქმის პროკურორი კი ნარკოტიკის ჩადების ფაქტს უარყოფს

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი