ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვოს, მისი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი არსოდეს იკლავდა თავს თანამდებობისთვის. ამის შესახებ დეპუტატმა თოქშოუ „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.

„არაფერია გამორიცხული, გიორგი არასდროს არ იკლავდა თავს თანამდებობისთვის, ეს არის მისი ადამიანური უპირატესობა, მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ვიცნობ მე ამ პიროვნებას და ის არასდროს ყოფილა თანამდებობაზე გააგიჟებული და თანამდებობისთვის ყველაფრის მკადრებელი ადამიანი. თუ დააკვირდებით, ორ-სამ წელში ყოველთვის ხდება ხოლმე მთავრობის განახლება პრემიერმინისტრის დონეზე, ამ დაშვებიდან გამომდიანრე, არაფერი გამოსარიცხი არ არის“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი