Home ახალი დამატებული „გინდა ამასთან გადაგიღიათ ფოტო და გინდ ავტომატიან რურუასთან!“

„გინდა ამასთან გადაგიღიათ ფოტო და გინდ ავტომატიან რურუასთან!“

27 second read
0
17

ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს და მასზე გაკეთებულ მინაწერს ეხმიანება. ქალბატონი სალომეს წერს: „გუშინდელი შეხვედრებიდან მთაწმინდაზე. კულტურის კერა – ეროვნული მუზეუმი – დათო ლირთქიფანიძესთან შეხვედრა“.

  ნინო მიქიაშვილი:

_ ქალბატონო სალომე, გინდა ამასთან გადაგიღიათ ფოტო და გინდ ავტომატიან რურუასთან!

ფოტო წუხელ ვნახე და ცხელ გულზე არაფერი დაგიწერეთ, გაგრილებას დაველოდე. ერთი შეხედვით ისე გამოდის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენს რეპუტაციას მე უფრო გავუფრთხილდი და ამ დროს უპირველესად ის გამახსენდა, როგორი მამის შვილი ხართ, როგორ ვითარებაში აღიზარდეთ შუაგულ ევროპაში – ქართულ ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე.

ჯერ თქვენივე ნათქვამი უნდა შეგახსენოთ და მერე ჩემიც უნდა გითხრათ. ამის გაკეთება აუცილებელია – თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, თქვენ ერთი ხმა გაქვთ პარლამენტში და ამიტომ!

ეს არის ამონირიდი 2012 წლის 8 ოქტომბერს გაკეთებული თქვენივე საჯარო მიმართვიდან კულტურის მინისტრისადმი (ესეც ლინკია http://reportiori.ge/old/?menuid=3&id=63782), სადაც ლორთქიფანიძეს მისთვის არასასურველ კონტექსტში ახსენებთ:

„სანამ დავიწყებდეთ ნგრევას და გადატან – გადმოტანას იმ სიმახინჯეების, რითაც „მორთულია” ჩვენი ქვეყანა, გთხოვთ ჯერ მივხედოთ იმას, რაც სასწრაფოდ გადასარჩენია ჩვენი კულტურულ საგანძურიდან; ხელნაწერები (რაც გადაურჩა ბუბა კუდავას), ეროვნული მუზეუმი (რაც გადაურჩა ლორთქიფანიძეს), მცხეთა, მესტია და მესტიის მუზეუმის სიწმიდეები, ატენის სიონი, გელათი და ჩვენი კავშირები იუნესკოსთან, ერეკლეს სასახლე და ალბად კიდევ მავიწყდება ბევრი…. კონცერტების და ტაშფანდურის დრო აღარ გვაქვს, თუ გვინდა იმის გადარჩენა, რისთვისაც ღირს აქ ცხოვრება და ამ ქვეყნის დათვალიერება სხვებისათვის!“ – წერს ზურაბიშვილი.

2012-ში ლორთქიფანიძისგან კულტურული მემკვიდრეობა თუ დასაცავი და გასადარჩენი გვქონდა, იქნებ გვითხრათ ახლა რა მოხდა და თქვენი აზრით, ეროვნული მუზეუუმი „კულტურის კერა” როგორ გახდა (და კიდევ, სვანეთის სიწმიდეებს ახსენებთ განცხადებაში და მე ჩემს არქივში შენახული მაქვს 2011 წელს თქვენს მიერ გაკეთებული, მაშინ, როცა რურუას-მერაბიშვილს-სააკაშვილს და ლორთქიფანიძეს სვანეთის საგანძური სამშენებლო ნაგავში ჰქონდათ. დიდწილად სავარაუდოდ დღეს საღამოს მოვძებნი და ხვალ კომენტარებში დავდებ თქვენს განცხადებებს).

ახლა ჩემსას გეტყვით და არც ერთ სიტყვას ზედმეტს, ისეთს, რაც დოკუმენტს არ ეფუძნება. რამდნეიმე წუთის წინ ვიყავი შეხვედრაზე პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან, ანალოგიურ პრობლემაზე, დოკუმენტებით ხელში. თქვენთანაც მოვალ, თუ ისურვებთ და ამ დოკუმენტებს, უფრო სწორად სამხილებს გაგაცნობთ.

ფონდები აღრეული და ამორტიზირებულ შენობებშია განთავსებული; მუზეუმები გაქურდულია და განმეორებითი ძარცვა მოსალოდნელია, რადგან საპოლიციო დაცვა და ელექტროდაცვითი სიგნალიზაცია დაკმაყოფილებულია მხოლოდ ორ მუზეუმში…; ეროვნულ მუზეუმში ელექტრონული ტენდერები არ ტარდება; შესყიდვების განხორციელებისას დარღეულია კანონი შესყიდვების შესახებ; გაურკვეველია რა დასახელების, რა რაოდენობის და ღირებულების ექსპონატები ირიცხება მუზეუმის ბალანსზე; კანონის და სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფით იჯარით გაცემულია შენობები; იდენტური სამუშაო აღწერილობების თანამდებობრივ პოზიციებზე გაუგებარი საფუძვლით განსხვავებული სახელფასო სარგოებია. აღწერილობებში ერთად არის აღრიცხულუი ვარგისი, დეფექტური და ჩამოსაწერი აქტივები…

აღარ გავაგრძელებ, მგონი საკმარისია, ოღონდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩემი მოსაზრება და პოზიცია არ არის, ეს აუდიტის დასკვნებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოებიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოგახსენეთ.

მზად ვარ შეგხვდეთ, ეს დოკუმენტები გაგაცნოთ.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *