„გილოცავთ დიდსა და პატარას ევროპაში ნანატრ ვიზალიბერალიზაციას!!! ახლა დაიწყება ხელისუფლებიდან დემაგოგიური კივილი, ამ ისტორიულ საქმეში მათ დამსახურებებზე. ამიტომ დასაწყისშივე ავღნიშნავ, როგორც ვირსა და საკურთხეველს არაფერი აქვთ საერთო, ასევე არაფერ შუაში, თავში და ბოლოში, ამ მოვლენასთან ივანიშვილის რეჟიმი არ არის. ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის უპრეცენდენტო თავგანწირვის შედეგი. სწორედ ევროორიენტაციისა და გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, არეულობა, ოკუპაცია, სისხლისღვრა, რუსული ბაზრების დაკეტვა, ეკონომიკური კრახი,არნახული სიღარიბე. ამიტომ დღევანდელი დღის ჭეშმარიტი გმირია ჩვენი ხალხი. იმედია მალე დაიწყება უკუპროცესებიც და ჩვენ უვიზოდ ჩავალთ არა მარტო პარიზსა თუ ბრიუსელში, არამედ დავბრუნდებით გაგრაში,სოხუმში,ცხინვალში,ჯავა-ახალგორში და ყველგან სადაც მოგვიხმობს სისხლისა და გენეტიკის ყივილი,სადაც გველოდება ჩვენი ფუძის ანგელოზი. საქართველოში დაბადება, მიუხედავად ყველაფრისა, ნიშნავს უფლისგან ბოძებულ ყველაზე საამაყო ვიზას დედამიწაზე.“  _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი